Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

დოლიძემ იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა

146

ბათუმელ რომან დოლიძეს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) წარმატებული დებიუტი ჰქონდა. მისი მეტოქე რუსი ხადის იბრაგიმოვი (8-3) იყო.

დაპირისპირება სპორტსმენებმა ერთმანეთის დაზვერვით დაიწყეს და პირველ წუთებში არც ერთი მათგანი აქტიურობდა. დარტყმების გაცვლებში, დოლიძის უპირატესობა მალევე გამოიკვეთა. პირველი რაუნდის მიწურულს, მან მეტოქეს ფეხით ძლიერი დარტყმა მიაყენა, ნოკდაუნში გაუშვა და ბრძოლის დასრულება აღარ გასჭირვებია.

ეს ქართველის პირველი დაპირისპირება იყო UFC-ის ეგიდით გამართულ ღონისძიებაზე და იგი კვლავ დაუმარცხებელია, – შვიდი გამარჯვება და არც ერთი წაგება.

ABU DHABI, UNITED ARAB EMIRATES – JULY 19: In this handout image provided by UFC, Roman Dolidze of Georgia celebrates after his knockout victory over Khadis Ibragimov in their light heavyweight bout during the UFC Fight Night event inside Flash Forum on UFC Fight Island on July 19, 2020 in Yas Island, Abu Dhabi, United Arab Emirates. (Photo by Jeff Bottari/Zuffa LLC via Getty Images)
ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი