ანალიტიკამნიშვნელოვანირეგიონი

კახეთის მოქმედი გუბერნატორი და ყოფილი გუბერნატორის ვაჟი “ოცნებამ” მაჟორიტარებად წარადგინა

კახეთის გუბეკახეთის რეგიონში “ოცნებას” 2 მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლება,ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო კამპანიის დაწყებისას გახდა ცნობილი. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ კახეთის მოქმედი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი (თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი) და დავით სონღულაშვილი (გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო) მაჟორიტარ კანდიდატებად წარადგინა.

ირაკლი ქადაგიშვილი სახელმწიფო რწმუნებულად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა და პარლამენტის წევრი გახდა.

ირაკლი ქადაგიშვილი 2020 წლის დეკლარაციის მიხედვით, შპს შპს ჯეოდილ საქართველო” აქციონერია, თუმცა მითითებული აქვს რომ საწარმოს წილის 0 %-ს ფლობს. პირად ანგარიშზე აქვს 14 000 $ ოდენობის დანაზოგი, დედაქალაქში ფლობს 2 ბინას, საგარეჯოს მუნიცილალიტეტის სოფელ თოხლიაურში 1124 კვ.მ მიწის ნაკვეთს და ამავე სოფელში საცხოვრებელ სახლს 113,2 კვ.მ.

დავით სონღულაშვილი მოქმედი პარლამენტის დეპუტატია, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი. ის კახეთის ყოფილი გუბერნატორის ბიძინა სონღულაშვილის ვაჟია.

ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, დავით სონღულაშვილის შემოსავლის ძირითად წყაროს მევახშეობა წარმოადგენს – იგი უცხოურ ვალუტაში დაბალი პროცენტით სესხულობს სოლიდური ოდენობის თანხებს და შემდეგ მაღალი პროცენტით ახდენს ამ თანხების გასესხებას.თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, დავით სონღულაშვილს 2015/2016 წლებში 201 300 აშშ დოლარი და 641 890 ევრო აქვს გასესხებული. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სონღულაშვილს თვითონაც აქვს ნასესხები თანხა- 678 200 ევრო და 20 000 დოლარი. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებები რეგისტრაციის გარეშეა დადებული.დეკლარაციაში სონღულაშვილი უთითებს, რომ 2016 წლის განმავლობაში გასესხებული თანხიდან, ჯამში, 122 120.89 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, ხოლო გასავალი (ნასესხებიდან) – 33 681,46 ევრო და 21 523,21 დოლარია. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სონღულაშვილის ფლობს 60 000 დოლარსა და 30 000 ლარს ნაღდი ფულის სახით.

პარლამენტის წევრის მეუღლე ქეთევან მაღულარია შპს „ბეიბი ზუმის“ 100 % წილის მფლობელია.

2019 წლის დეკლარაციის თანახმად, დეპუტატი ფლობს წილებს სხვადასხვა კომპანიაში:

 

კახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობის დროს ფულის გასესხებით ბიძინა სონღულაშვილიც, დავით სონღულაშვილის მამაც იყო დაკავებული. 2000-2003 წლებში წარდგენილ ყველა ქონებრივ დეკლარაციაში მას მითითებული აქვს, რომ 1993-1996 წლებიდან ზეპირი გარიგებით ჰქონდა გასესხებული 26 400 აშშ დოლარი, თუმცა ამის შედეგად მატერიალურ სარგებელს არ იღებდა.

2016 წლის ოქტომბერში დავით სონღულაშვილის ოჯახმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 290 000 ლარის ოდენობით შემოწირულობა შეიტანეს – შპს „გამსახურდიას 5“-მა – 120 000 ლარი, ამავე კომპანიის დირექტორმა ნუკრი ლიპარტაშვილმა (დავით სონღულაშვილის მამიდაშვილი) და ერთ-ერთმა მეწილემ, დავით სონღულაშვილის ძმამ იოსებ სონღულაშვილმა – 60 000 – 60 000 ლარი. გარდა ამისა, „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა დავით სონღულაშვილის მამამაც – ბიძინა სონღულაშვილმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button