მნიშვნელოვანი

ჰერეთი აცხადებს ვაკანსიას რეპორტიორის პოზიციაზე კახეთის რეგიონში

აუცილებელი მოთხოვნები: მედიაში, ჟურნალისტად მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია ახალი მედიის მიმართულებით); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მონათესავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები;

მულტიმედია წარმოების გამოცდილება (აუდიო, ფოტო, ვიდეო, ტექსტის,სტატიის მომზადება) სოციალური მედიის ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები: კახეთის რეგიონის მასშტაბით ინფორმაციის მოძიება, ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, საინტერესო ფაქტების გამოვლენა, გრძელვადიანი თემების მოძიება, პრიორიტეტული თემებისა და საკითხების შერჩევა;მასალების, რეპორტაჟების მომზადება როგორც ტექსტის სახით, ასევე აუდიო, ფოტო და ვიდეოკონტენტი.

უპირატესობად ჩაითვლება: ხმის და ვიდეო სამონტაჟო პროგრამების ცოდნა, ავტომობილის მართვის B კატეგორია და მართვის გამოცდილება. ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ჩვენ ვეძებთ პუნქტუალურ, კრეატიულ, ენერგიულ ადამიანს, რომელსაც აქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

კანდიდატი აუცილებელია ცხოვრობდეს კახეთის რეგიონში, სასურველია ლაგოდეხში, სადაც განთავსებულია ჰერეთის ოფისი.

ანაზღაურება დამოკიდებულია მასალების რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით, რომელიც მერყეობს თვის განმავლობაში 1200 – 2500 ლარამდე

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და ნამუშევრები არაუგვიანეს 2020 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით. მისამართზე tbilisifm93.5@gmail.com  სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

არასრული განაცხადი არ განიხილება. ასევე არ განიხილება კომპანიის ტელეფონზე შემოსული ზარები.

დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი 22 წელია ბაზარზეა და ფლობს 4 რადიოსადგურს:

დედაქალაქში – რადიო “თბილისი”FM93.5

კახეთის რეგიონში – რადიო “ჰერეთი” FM102.8

ბათუმში რადიო ციტრუსი FM97.3

და RELAX WEB RADIO – ინტერნეტ რადიოს

რადიოების დაფარვის არეალში 3 მილიონამდე პოტენციური მსმენელია.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button