fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სტადიონებზე გულშემატკივრებს დაუშვებენ

86
Share Button

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და პარლამენტის წევრმა ლევან კობიაშვილმა მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში პროტოკოლში შეტანილი იქნება გულშემატკივრების სტადიონზე დასწრების საკითხი.

კობიაშვილის თქმით, გათვალისწინებული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რაც ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად აუცილებელია.

„მომდევნო დღეებში პროტოკოლში შეტანილი იქნება სტადიონებზე გულშემატკივრების დაშვების საკითხი. თუმცა, ეს არ მოხდება ქაოტურად. პირველ რიგში, ეს იქნება ყველა სტანდარტის დაცვით. მოხდება განსაზღვრა, სტადიონების ტევადობიდან გამომდინარე, რა რაოდენობის მაყურებელი შეიძლება დაესწროს, ეს იქნება დისტანციურად, არ იქნება ყველა ერთ ადგილას თავშეყრილი. გულშემატკივრებს ვნახავთ, დავუშვებთ სტადიონზე.” – განაცხადა კობიაშვილმა.

კობიაშვილი გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი