fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გრძელი რიგი და საცობი დენდროლოგიურ პარკთან

93

დენდროლოგიურ პარკში ვიზიტორების რაოდენობა არ წყდება. ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კადრების მიხედვით, პარკის შესასვლელთან უამრავი ადამიანია თავმოყრილი. დამთვალიერებლები ამბობენ, რომ 3-საათიან საცობში უწევთ დგომა.

15 ივლისს, შეკვეთილში პარკი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. ის 60 ჰექტარზეა განთავსებული.

აჭარა-გურიისა და სამეგრელოს რეგიონებიდან წაღებულ გიგანტურ ხეებთან ერთად, პარკში მისულ დამთვალიერებელს მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობა ხვდება.

პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს. მათი უმრავლესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი