აშშ-ს ქალაქ ჩიკაგოში, დაკრძალვის ცერემონიაზე ორმხრივი სროლის დროს, 14 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულები ავტომობილიდან დაკრძალვაზე მისული ხალხის მიმართულებით ისროდნენ. საპასუხოდ, ცეცხლი გახსნა დაკრძალვაზე მყოფმა რამდენიმე პირმაც.
პოლიციამ ადგილიდან ტყვიის 60 მასრა ამოიღო. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. საგამოძიებო ორგანო თავდასხმის მოტივის დადგენას ცდილობს.