მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დაპირისპირება პანკისის ხეობაში

ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრებ ქისტ და სოფელ მატანში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს შორის, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მატანში შეკრებილი ახალგაზრდები დუისელი თანატოლებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ და წინააღმდეგ შემთხვევაში, პანკისისკენ მიმავალი საავტომობილო გზის გადაკეტვით იმუქრებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ჯგუფი.

ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი, ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მატანში მცხოვრები ახალგაზრდა დუისში, ავტომობილით, შინაურ ფრინველს დაეჯახა. დუისელმა ახალგაზრდებმა მას უსაყვედურეს და გააფრთხილეს, რომ ქუჩაში ხალხიც დადის და ნელი სვლით უნდა იაროს.

ახალგაზრდების შერიგების პროცესში ჩართვას პანკისის უხუცესთა საბჭო გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button