fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ხანძარს პორტუგალიაში 700-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის

23
Share Button

პორტუგალიის ცენტრალურ ნაწილში 700-ზე მეტი მეხანძრე ხანძარს ებრძვის.

ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი აფერხებს.

ხანძარი ოლეიროსის მუნიციპალიტეტში შაბათს, 25 ივლისს, შუადღეს გაჩნდა და უკვე ორ მეზობელ მუნიციპალიტეტში გავრცელდა. საჭირო გახდა მრავალი ადამიანის ევაკუაცია.

დაიღუპა 21 წლის მეხანძრე, 6 კი, დაშავდა.

კასტელო ბრანკოს დასახლების ხელმძღვანელის, ლუის ბელო კოსტას განცხადებით, იყო საფრთხე, რომ ცეცხლი სახლებს გადასდებოდა, ამიტომ აქ მცხოვრებთა ევაკუაცია მოხდა, თუმცა ბევრი მათგანი სახლში უკვე დაბრუნდა.

მისივე თქმით, ცნობილი არ არის, რა დრო დასჭირდება ცეცხლის ლოკალიზებას.

2017 წლის სტიქიასთან შედარებით, ხანძარი გაცილებით მცირემასშტაბიანია. 3 წლის წინ პორტუგალიაში ცეცხლს 66 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა – 250.

ევროკაშირის მონაცემების მიხედვით, პორტუგალია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ხანძრებს ყველაზე ხშირად ებრძვის.

ცეცხლის ხშირად გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი გაუდაბნოებულია, ვინაიდან მოსახლეობამ საცხოვრებელი ადგილები დატოვა და სხვაგან გადასახლდა. ამასთან, გარემოს გამხმარი ხეებისა და ბუჩქებისგან არავინ ასუფთავებს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი