fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კოლეჯი „აისი“ დუალური პროფესიული პროგრამების ღია კარის დღეს უმასპინძლებს

162
Share Button

28 ივლისს 11 საათზე კოლეჯ „აისში“ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური პროფესიული პროგრამების ღია კარის დღე გაიმართება. ღონისძიებაზე პროფესიული განათლების მსურველები გაეცნობიან აგრარული პროფილის დუალურ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც მათ სწავლებასთან ერთად ანაზღაურებად დასაქმებას და კარიერულ განვითარებას სთავაზობს.

კოლეჯი „აისი“ 2020 წლის შემოდგომის სემესტრისთვის აპლიკანტებს ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების დუალურ პროფესიულ პროგრამებზე მიიღებს. სწავლების პარალელურად სტუდენტები შეძლებენ სამუშაო გამოცდილების მიღებას ან/და კვალიფიკაციის ამაღლებას პარტნიორ საწარმოებში.

პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით მხოლოდ პირადობის მოწმობით, საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, შესაბამის პროფესიულ სასწავლებელში და ონლაინ ვებ გვერდზე vet.emis.ge

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური პროგრამები აგრო სფეროთი დაინტერესებულ აპლიკანტებს შესაძლებლობას აძლევს  დაეუფლონ პროფესიას სოფლის მეურნეობისა და სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით, მოიპოვონ სახელმწიფოს სრული დაფინანსება და სწავლის პარალელურად დასაქმდნენ პარტნიორ საწარმოებში.

დუალური მიდგომით შემუშავებული პროფესიული პროგრამები ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების და პარტნიორი საწარმოების მხარდაჭერით, რომელსაც კოორდინაციას უწევს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია “GFA” და სექტორული უნარების ორგანიზაცია “აგრო-დუო”.

მისამართი: გურჯაანი, სოფ. კაჭრეთი, დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ კოლეჯ „აისის“ ცხელ ხაზზე: 577 55 71 56; 577 55 72 15;

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი