მსოფლიოსაქართველოსიახლეებისპორტი

ტოჩინოშინმა ივლისის ბაშოზე მეექვსე გამარჯვება მოიპოვა

ქართველმა ექს-ოძეკმა – ლევან გორგაძემ, იგივე “ტოჩინოშინმა”, ივლისის ბაშოზე მე-9 საშეჯიბრო დღეს, მე-6 გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა გოლიათმა 30 წლის იაპონელი მეტოქე, – იშიურა უშანსოდ დაამარცხა. ტოჩინოშინმა ტანმორჩილ მოწინააღმდეგეს იორიკირის ილეთით სძლია და ბალანსი გაიუმჯობესა – 6:3.

ივლისის ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღეს, “ტოჩინოშინის” მეტოქე კოტოიუკი იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button