კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“მითხრა, შენი გოგო დიდ შარშიაო”

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, პირი, რომელიც მასთან მივიდა და შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ უთხრა, რომ „თამარი შარში იყო“, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილია.

„ერთმა მითხრა, გაიხსნა კომპიუტერი და შენი გოგო დიდი პრობლემის წინაშეა, დიდ შარშიაო. მე მჭირდება ის პიროვნება, რატომ მითხრა კომპიუტერი გავხსენიო, მაგაზე ვმუშაობო ახლაო, შენი გოგო დიდი პრობლემის წინაშეაო. ლადო ბაჭულაშვილია, აგერ მუშაობს მოადგილედ.” – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

დაზარალებულის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროტესტის ნიშნად, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა უარი თქვა, რომ საქმე შიდა ქართლის სამხარეო განყოფილებამ აწარმოოს და მოითხოვს, რომ საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცეს.

მოისმინეთ ჯუმბერ ბაჩალიაშვილის და მიხეილ რამიშვილის ხმები.

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილი, რომელიც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა დაასახელა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საუბარია იმ სამართალდამცველზე, რომელზეც თამარ ბაჩალიაშვილის მამა ამბობს, რომ მას ერთ-ერთმა პოლიციელმა დაურეკა და უთხრა, რომ მისი შვილი შარში იყო.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფებოდნენ.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა არ გამორიცხავს, რომ მის შვილს სამსახურში პრობლემები ჰქონდა. თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია “ზეგ-ში” მუშაობდა.

მამის განცხადებით, თამარი შინ დანაღვლიანებული ბრუნდებოდა და კითხვაზე, თუ რა სჭირდა მას, არ პასუხობდა და ტირილს იწყებდა.

“ჩემი შვილი იყო სიცოცხლით სავსე, ყოველთვის მელაპარაკებოდა, უხასიათოდ რომ ვიყავი ხოლმე და გამეხსნებოდა გული. აი ზეგ, ერთი წლის შემდეგ როგორ იქნება განვითარება, – სულ მაგისკენ იყო.

“არაფერი ოჯახის მხრიდან პრობლემა და დარდი არ ჰქონია, უბრალოდ მე მკლავს ერთი რამე, სახლში რომ შემოდიოდა ნაღვლიანი, ვეკითხებოდი: თამარ, რა დაგემართა შვილო თქვი, შეიძლება რამეში დაგეხმარო, მამა ვარ, შვილო. ტიროდა ბავშვი, არ მეუბნებოდა. არ გამოვრიცხავ, რომ სამსახურში ჰქონდა პრობლემები.” – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

მოისმინეთ ჯუმბერ ბაჩალიაშვილის ხმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button