fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მამა შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული

185
Share Button

ქვემო ქართლის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 40 წლის კაცი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ გოგონამ დედას უამბო, რის შემდეგაც მამამ ფაქტი აღიარა და პოლიციასაც თავად აცნობა.

„13 წელია ერთად ვართ, არავის წარმოედგინა ეს, დადებითი პიროვნება იყო. ბავშვი გუშინ ექსპერტიზაზეც გვყავდა. ყველაფერი კარგად არისო.“ – ამბობს არასრულწლოვნის დედა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი