fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ჭავჭავაძის ქუჩაზე მძღოლები 3 ღამე ივარჯიშებენ

155
Share Button

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ახალი სისტემით მოძრაობაზე 3 ღამის განმავლობაში ივარჯიშებენ. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გამზირი 30 ივლისიდან 3 ღამის განმავლობაში, ღამის 12 საათიდან დილის 4 საათამდე ჩაიკეტება.

“მომდევნო დღეების განმავლობაში, როცა დახაზვითი სამუშაოები დასრულდება, პოლიციისა და ჩვენი შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, დაიწყება ჭავჭავაძეზე ახალი სქემით მოძრაობა. ამას ექნება ადაპტაციის პერიოდი და ყველანაირად დავეხმარებით მძღოლებს, რომ ხელი შევუწყოთ.” – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე ამბობს, რომ განახლებული ჭავჭავაძის გამზირი რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად მორგებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქვეითად მოსიარულეებზე. ამ უკანასკნელების, ქვეითად მოსიარულეებისთვის შექმნილი კომფორტული გარემოს აღსანიშნავად, მერმა განაცხადა, რომ მთლიანად გამზირი ბუნებრივი ქვითაა მოპირკეთებული და მასზე გადაადგილება ძალიან სასიამოვნოა:

„ძალიან ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით, ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება, რაც ნამდვილად სასიამოვნოა.” – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 1 წელზე მეტი ხანია გრძელდება. ამ პროექტის ფარგლებში შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. ის გზის შუა ნაწილში, მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს. გაჩერების ჯიხურებიც, გზის შუა ნაწილშია დამონტაჟებული და იქ მოსახვედრად, მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი უნდა გადაკვეთონ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი