მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გირჩი, საბო და იაგო – პირველი ათეული ცნობილია

“გირჩმა” პარტიული სიის პირველი ათეული დაასახელა. საპარლამენტო არჩევნების ათეული მხარდამჭერებმა პრაიმერიზით გამოავლინეს.

პარტიის სიაში ადგილები ასე გადანაწილდა.

1.ზურაბ გირჩი ჯაფარიძე;
2.ჰერმან საბო;
3.იაგო ხვიჩია;
4.ვახტანგ მეგრელიშვილი;
5.გია ჯაფარიძე;
6.ალექსანდრე რაქვიაშვილი;
7.ლევან ჯგერენაია;
8.ალექსანდრე თარხან-მოურავი;
9.ამირან ტორონჯაძე;
10.გიორგი ლომინაძე.

როგორც “გირჩში” განმარტავენ, მათ მხარდამჭერებს პარტიისთვის გაწეული კონტრიბუციის სანაცვლოდ ეძლეოდათ GeD, გირჩის კრიპტოვალუტა. სასურველი კანდიდატისთვის კრიპტოვალუტის გადარიცხვით კი, მხარდამჭერი ავლენდა, ვისი ნახვა სურდა გირჩის საარჩევნო სიაში. კენჭისრა 30 ივლისს 16:20 საათისთვის დასრულდა.

31 ივლისი პარტიისთვის სიმბოლური თარიღია, რადგან 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ “გირჩის” სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button