მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“2019 წელს 21 დეპუტატს საერთოდ არ ჩაურთავს მიკროფონი”

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” პარლამენტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მონიტორინგის ფარგლებში ორგანიზაციამ 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა.

ერთ-ერთი მიმართულება, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით პრობლემურია, უკავშირდება მთავრობის ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე. როგორც შესწავლილ მასალაშია აღნიშნული, გასულ წელს პარლამენტში 46-ჯერ დაიბარეს ანგარიშვალდებული პირები. 21 შემთხვევაში, თანამდებობის პირი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო კომიტეტის სხდომას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” საპარლამენტო მდივნის, ლიკა საჯაიას ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში 21 დეპუტატს საერთოდ არ უსარგებლია სიტყვით გამოსვლის უფლებით.

“მინისტრებმა ძალიან ბევრ შემთხვევაში უარი თქვეს მისულიყვნენ კომიტეტის სხდომებზე მაშინ, როცა ეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა მოიწვიეს. კვლავ მაღალია იმ დეპუტატების რიცხვი, რომლებიც საერთოდ არ სარგებლობენ სიტყვით გამოსვლით უფლებით. 2019 წელს 21 დეპუტატს საერთოდ არ ჩაურთავს მიკროფონი და არ გამოსულა პლენარულ სხდომებზე. საკმაოდ ხშირი იყო გაცდენების შემთხვევებიც და არაერთ დეპუტატს დაექვითა ხელფასი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებით პრობლემური იყო პარლამენტის შენობაში შესვლა.” – განაცხადა ლიკა საჯაიამ.

მოისმინეთ ლიკა საჯაიას ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button