Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

„ფორმულა“ რადიოეთერშიც გავა

616

დღეიდან,3 აგვისტოდან,საქართველოს 6 რადიოში “ფორმულას” გადაცემები გავა.

მედიაჰოლდინგ ჰერეთის დამფუძნებელმა რამაზ სამხარაძემ და ტელეკომპანია ფორმულას დირექტორმა ზურაბ გუმბარიძემ ერთობლივ მემორანდუმს დღეს მოაწერეს ხელი.

ტელეკომპანია „ფორმულას“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუები პირდაპირი ეთერის რეჟიმში ჰერეთის რადიოების: რადიო თბილისი FM93.5(დედაქალაქი შემოგარენი), ჰერეთი FM102.8 (კახეთი), ციტრუსის FM97.3 (ბათუმი) და პარტნიორი რეგიონული რადიომაუწყებლების :„ძველი ქალაქის“ FM107.9 (იმერეთი), „მოზაიკასა „ FM97.8 (შიდა ქართლი და ცხინვალის რეგიონის ნაწილი) და „ოდიშის+“ FM97,9 ; FM102,9; FM103,2; FM104,9 და FM107,1 (სამეგრელო, გურია და მთელი აფხაზეთი) ეთერში განთავსდება.

ყოველდღე ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით დღის 17:30- 18:30 და 21:00-22:30 დროის მონაკვეთში  „ფორმულას“ სატელევიზიო პროექტები: „კომენტარი“,„სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა”,„გიორგი თარგამაძის ფორმულა“, ნინო ჟიჟილაშვილის და ვახო სანაიას „პოლიტმეტრი“პირდაპირი ეთერის რეჟიმით რადიოფორმატშიც გავა.

ყოველ ორშაბათს კი 9:00 – 11:00 სთ მონაკვეში რადიოები: თბილისი, ჰერეთი და ციტრუსი – გიორგი თარგამაძის „დროებას“ რადიოვერსიასაც შესთავაზებს მსმენელს.

მედიაჰოლდინგ ჰერეთის დირექტორისა და მფლობელის რამაზ სამხარაძის თქმით, „ფორმულას“ გუნდმა უმოკლეს დროში შეძლო ხარისხიანი და საინტერესო პროდუქტები შექმნა, მათ შორის კრიტიკული და ეთიკური სტანდარტების დაცვით მომზადებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუები და ახალი ამბები,რომელსაც პროფესიონალები ქმნიან.

რადიოეთერით „ფორმულას“ ტოკ-შოუები თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით: მთელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ნაწილშიც გავრცელდება.

 

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი