კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სასიყვარულო სამკუთხედი და “დაჭრა მაკრატლით”

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე, ამ დრომდე, რეანიმაციიულ განყოფილებაში რჩება. ახალგაზრდას გუშინ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. თოფაძეს ფილტვისა და კისრის არეში 4 ჭრილობა აქვს მიყენებული.

როგირც თოფაძის ახლობლები პირად საუბრებში ყვებიან, “ბუსა ჟვანია ლევან თოფაძეს მაკრატლით გაუსწორდა”.

ფაქტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი გუშინვე დააკავეს.

ამის პარალელურად, სისხლიანი დაპირისპირების შესახებ დამატებითი ცნობები ვრცელდება.

ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, ფესტივალ „მზესუმზირაზე“ დაიწყო.

ბუსა ჟვანიას გაღიზიანება კი, ფესტივალზე ლევან თოფაძისა და ზურაბ ჟვანიას ვაჟის ყოფილი შეყვარებულის გამოჩენამ გამოიწვია. პირველი ინცინდენტიც, სწორედ მთაწმინდაზე მოხდა.

სიტყვიერი დაპირისპირებისა და ძიძგილაობის შემდეგ, ლევან თოფაძე მეგობრებთან ერთად ვაკეში, თავის საცხოვრებელ სახლში წავიდა, რის შემდეგაც მას ბუსამ დაურეკა და მასთან შეხვედრა გადაწყვიტა. დაჭრა სწორედ ჭავჭავაძის 73-ში მოხდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვაკეში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს.

საკუთარი შვილიშვილის დაჭრასთან დაკავშირებით, ბიზნესმენი გოგი თოფაძე ვაკის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ასევე მეორედ გამოიკითხება გოგი თოფაძის მეუღლე.

როგორც თოფაძე აცხადებს, ექიმების თქმით, მისი შვილიშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა შესაძლოა, მას კიდევ დასჭირდეს რამდენიმე ოპერაცია.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილია თავად ბუსა ჟვანიაც.

“ბუსა ჟვანიამ თვითონ მიიყენა თუ სხვამ მიაყენა დაზიანება, ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ მაქვს.

“ლევანს არ მიუყენებია ჭრილობა.

“ჩემი ინფორმაციით, ის არ გამოკითხულა.”მე როგორც ვიცი, არ აღიარებს დანაშაულს.” – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button