მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სტიქიის შედეგები ლაგოდეხში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი სოფელ მსხალგორში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. როგორც ადგილობრივები ამბობენ, წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა სოფელში ათეულობით ოჯახი დააზარალა.

დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, განადგურებულია ვენახები და ერთწლიანი კულტურები. მოგლეჯილია მრავალწლოვანი ნარგავებიც, დაიხოცა შინაური ფრინველი.

საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე განადგურებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ასევე, საკვები პროდუქტები.

დაზარალებულები ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებენ. მათი თქმით, სანიაღვრე არხები გაწმენდილი რომ ყოფილიყო, არ დაზარალდებოდნენ. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

სტიქიის ზონაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ არ გამოჩენილან.

მსგავსი პოსტები

Back to top button