fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ლაგოდეხი სტიქიამ კიდევ ერთხელ დააზარალა [ფოტორეპორტაჟი]

273

“სანიაღვე არხები რომ მოწესრიგებიული ყოფილიყო სტიქიის შედეგები მსუბუქი იქნებოდა” – ასეთ განცხადებებს აკეთებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მცხოვრებნი რადიო ჰერეთთან, რომლებიც წუხელ ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად დაზარალდნენ.

ამ წუთებში, ლაგოდეხში სტიქიის შედეგებს ითვლიან.

მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობასა და უნიათობაში ადანაშაულებს.

მიუხედავად მათი არაერთგზის თხოვნისა, მერიამ დღემდე ვერ უზრუნველყო მდინარეების ჯებირებისა და სანიაღვე არხების მოწყობა/გაწმენდა, რაც მუნიციპალიტეტში არაერთი პრობლემის მიზეზი გახდა.

მოსახლეობა ცენტრალურ ხელისუფლებას შველას სთხოვს.

ადგილობრივები ჰერეთთან აცხადებენ რომ “მათი პატრონი არავინაა”.

წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა სოფელში ათეულობით ოჯახი დააზარალა.

დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, განადგურებულია ვენახები და ერთწლიანი კულტურები.

მოგლეჯილია ხეები, დაიხოცა შინაური ფრინველი. განადგურებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ასევე საკვები პროდუქტები.

აღსანიშნავია, რომ ღვარცოფული მდინარე კაბალის ხევი, რომელიც მრავალი წელია მუნიცილიტეტში საფრთხეს ქმნის, ბოლო თვენახევრის განმავლობაში ჯებირებიდან უკვე მეორედ გადმოვიდა

.დღეს კაბალში დაზარალებულთა ნაწილმა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, სოფლის ცენტში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრთან საპროტესტო აქციაც გამართა.

 

სოფლების მოსახლეობას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი ხვდება და სტიქიის სედეგებს ეცნობა.

მდივნიშვილი მათ დაპირდა, რომ ზარალის აღწერა მოხდება და ამის შემდეგ იმსჯელებენ, იქნება თუ არა შესაძლებელი დახმარების გაწევა.

მერის ამ განცხადების შემდეგ აქცია დაიშალა,თუმცა მონაწილეებმა თქვეს,რომ თუ მათ ფინანსურად არ დაეხმარებიან ცენტრალურ გზებს გადაკეტენ და აქციებს კვლავ გამართავენ.

დაზარალდნენ ფერმერებიც.მოსახლეობა ზარალის დათვლას და ანაზღაურებას ითხოვს. მოსახლეობის ნაწილს მოსავალი დაზღვეული ჰქონდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ასეთ ოჯახებში სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს ელოდებიან.

იხილეთ ჩვენი ფოტომასალა

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი