fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სერიული მკვლელი ნიანგებს მსხვერპლთა ცხედრებით კვებავდა

175

ინდოეთში დააკავეს სერიული მკვლელი, რომელიც მსხვერპლთა ცხედრებით, ნიანგებს კვებავდა. ამის შესახებ CNN იუწყება.

1995 წელს დევანდერ შარმა თაღლითებს ემსხვერპლა და გაკოტრდა. ამის შემდეგ, მან ცხოვრება კრიმინალებს დაუკავშირა. ჯერ გაზის ფალსიფიცირებული ბალონებით ვაჭრობდა, შემდეგ კი, ორგანოებით ვაჭრობის შავ ბაზარზე მუშაობდა. სერიული მკვლელი აღიარებს, რომ ორგანოების მოპოვების მიზნით, 125 არალეგალური ოპერაცია ჩაატარა.

ინდოეთში, შტატ უტარ-პრადეში ის დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად ტაქსის იძახებდა, უკაცრიელ ადგილზე მიდიოდა, მძღოლს კლავდა, ცხედარს ნიანგს აჭმევდა, მანქანას კი, ყიდდა. მან აღიარა, რომ ამ სქემის გამოყენებით, 50 ადამიანი მოკლა. გასამრჯელოს სახით, ის თითო მკვლელობიდან, $270-ს იღებდა.

2004 წელს შარმა დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2020 წელს დროებით გაათავისუფლეს. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 დღეში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ეს არ გააკეთა. 62 წლის შარმა დელიში ჩავიდა, ქვრივ ქალზე დაქორწინდა და გისოსებს მიღმა დაბრუნებას აღარ გეგმავდა. გაქცევიდან 6 თვეში კი, ისევ დააკავეს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი