Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კრივის ლეგენდა ტაისონთან ბრძოლის წინ ყურებს დააზღვევს

157

მსოფლიოს ექსჩემპიონი 5 წონით კატეგორიაში როი ჯონსი აპირებს, რომ მძიმე წონის ყოფილ აბსოლუტურ ჩემპიონთან, მაიკ ტაისონთან ბრძოლის წინ ყურები დააზღვიოს. ამ ინფორმაციას ჯონსის მენეჯერი ჟოლტ ბარნი ავრცელებს.

შეგახსენებთ, ჯონსისა და ტაისონის საგამოფენო ბრძოლა 12 სექტემბერს კალიფორნიაში გაიმართება და 8-რაუნდიანი იქნება.

“იმის გათვალისწინებით, რომ 1997 წელს ტაისონმა ჰოლიფილდს ყურის ნაწილი მოაკვნიტა, მენეჯერმა გადაწყვიტა, ეს კაზუსი წინასწარ გაეთვალისწინებინა.” – ნათქვამია ჯონსის საპრომოუტერო კომპანიის პრესსამსახურის განცხადებაში.

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი