მნიშვნელოვანისაქართველო

ნათია თურნავა – ლიბანში მომხდარ აფეთქებაზე საქართველო არ არის პასუხისმგებელი

საქართველოსთვის რაიმე პასუხისმგებლობის დაკისრება ლიბანში 2 დღის წინანდელ მასშტაბურ აფეთქებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ მიაჩნია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას. ცნობილია, რომ ბეირუთში, 7 წლის წინ საქართველოდან გატანილი და დასაწყობებული აზოტოვანი სასუქის საცავი აფეთქდა.

„ამონიუმის გვარჯილა არის აზოტოვანი სასუქი, რომელსაც წლებია უკვე საქართველოც აწარმოებს და ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია, რომელიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ კი მისი მოხმარების და შენახვის ტექნოლოგია დაცული არაა, შეიძლება სავალალო შედეგები მივიღოთ. საუბარია, რომ 2013 წელს მოხდა ამ გემის დატვირთვა ამ პროდუქციით ერთ-ერთ ჩვენს პორტში ყველა ნორმის დაცვით. ეს იყო 7 წლის წინ და ამ პერიოდის განმავლობაში ვინ შეიძინა, რა ტექნიკური გაუმართაობა ჰქონდა გემს, რა პირობებში იყო ეს საქონელი შენახული და ასე შემდეგ, ამაზე ექსპორტიორი ქვეყანა ვერ აგებს პასუხს. მცდელობა, რომ ეს სავალალო ფაქტი, რის გამოც ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ და 7 წლის წინ ჩვენთან დატვირთული გემი დავაკავშიროთ ერთმანეთთან, არის უსაფუძვლო”,-განაცხადა თურნავამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი აფეთქებით გარდაცვლილთა რაოდენობამ 135-ს, ხოლო ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 5 000-ს მიაღწია.

მსგავსი პოსტები

Back to top button