fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ქეთი მელუამ აჭარაში ვიდეოკლიპები გადაიღო

136

ქეთი მელუამ აჭარაში ვიდეოკლიპები გადაიღო.

პოპულარული ქართველი მომღერლის ახალი სიმღერებისთვის, ვიდეოგადაღებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბულვარში, სარფისა და ციხისძირის სანაპირო ზოლსა და სოფელ მერისში ხუთი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარის ბუნების მრავალფეროვნებას, მთისა და ზღვის ერთობლიობას, მსოფლიო მასშტაბით, მომღერლის მილიონობით თაყვანისმცემელი ახალი ვიდეორგოლით გაეცნობა.

„ჩემთვის აჭარაში ვიდეოგადაღება პირველია. ყველა ზაფხული ბათუმში მაქვს გატარებული. ჩემთვის ბათუმი და შავი ზღვა არის სიხარული.“ – ამბობს ქეთი მელუა, რომლისთვისაც საქართველოზე ლამაზი ქვეყანა სხვაგან არსადაა და მას მოლოდინი აქვს, რომ ვიდეორგოლები ძალიან ლამაზი გამოვა.
გადაღებებისთვის მიმზიდველი ტურისტული ადგილების შერჩევასა და პროექტის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

👉 ნახეთ რატომ შეარჩია ქეთი მელუამ აჭარა ახალი ვიდეორგოლების გადასაღებად ♥️ #ქეთიმელუა #გადაღებებიაჭარაში #იმოგზაურეაჭარაში

Geplaatst door აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი / Ajara Tourism Department op Vrijdag 7 augustus 2020

 

ვიდეორგოლის რეჟისორი მარიამ სიჭინავაა, ოპერატორი კი, – ალექს ომიაძე. მომღერლის ჩაცმულობაზე ბათუმელი დიზაინერი თაკო მექვაბიძე ზრუნავს, რომელმაც თითოეული სამოსი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნა. საყვარელი მომღერლის აჭარაში გადაღებულ ვიდეორგოლებს, რომელიც მერვე ალბომის ორი სიმღერისთვის იქმნება, მაყურებელი ეკრანებზე უკვე შემოდგომაზე იხილავს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი