fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სამხრეთ კორეაში ძლიერ წვიმებს 31 ადამიანი ემსხვერპლა

32

ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობებისა და მეწყერის შედეგად, სამხრეთ კორეაში 31 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ, ქვეყნის სტიქიური მოვლენების და კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლის შტაბმა განაცხადა.

გასული კვირის ბოლოს, ქალაქ კვანჯუში და სამხრეთ და ჩრდილოეთ ჩოლას პროვინციებში 13 ადამიანი გარდაიცვალაწყალდიდობისა და ნგრევის საფრთხის გამო, 11 ქალაქსა და პროვინციაში, დაახლოებით, 7 ათასი ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. 3,4 ათასი მოქალაქე კვლავ დროებითი განსახლების ცენტრებში რჩება.

დაზიანდა მინიმუმ, 14 ათასი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობა, ასევე, 4,3 ათასი ხიდი და მაგისტრალი. საერთო ჯამში, დაფიქსირდა მინიმუმ, 700 მეწყერი.

წყლის ქვეშ 25 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მოყვა.

ძლიერი წვიმების გამო, ბევრ სარკინიგზო მონაკვეთზე მოძრაობა, დროებით, შეჩერებულია.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი