მსოფლიოსიახლეები

ლიბანის მთავრობა გადადგა

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების გამო, ლიბანის მთავრობა გადადგა. “ევრონიუსის” ინფორმაციით, ამის შესახებ, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ჰამად ჰასანის განცხადებით, გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღეს, რომ ბეირუთის აფეთქების შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე, ქვეყნის მთავრობის რამდენიმე მინისტრი უკვე გადადგა, რამდენიმე წევრმა კი, თანამდებობის დატოვების შესახებ წინასწარ განაცხადა.

“მთელი ხელისუფლება გადადგა.” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან. მისივე თქმით, ლიბანის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის სახელით, განცხადებას გადადგომის შესახებ, პრეზიდენტს წარუდგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button