fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კახეთში რამდენიმე დღის წინ დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვნეს

239

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთიდან დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული მერაბ ამბროსიძის ცხედარი, ერთ-ერთმა მოქალაქემ, სოფელ აკურაში, ღვინის ქარხნის მიმდებარე ტყეში აღმოაჩინა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სხვა დროსაც რამდენჯერმე დაიკარგა.

70 წლამდე ასაკის მამაკაცს მაშველები ოთხი დღის განმავლობაში ეხებდნენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი