fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“ლელოს გადაწყვეტილება მოულოდნელობა იყო”

167
ელენე ხოშტარია

„ევროპული საქართველოს“ წევრისთვის, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ელენე ხოშტარიასთვის, „ლელო საქართველოსთვის“ მიერ ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელება მოულოდნელობა აღმოჩნდა.

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ პოსტში ელენე ხოშტარია წერს, რომ ამის მიუხედავად, აღნიშნული ფაქტი „ლელოს“ მიმართ მის დამოკიდებულებას ჩრდილს ვერ მიაყენებს:

„მიმაჩნია, რომ „ლელო“-ს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კოალიციისთვის და მომავალი მრავალფეროვანი მმართველობისთვის. არის პატარა და დიდი საკითხები. მთავარზე ვკონცენტრირდეთ და შევცვალოთ ეს მთავრობა უკეთესით, დაბალანსებული ძალაუფლებით.” – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ლელოს მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად, თუმცა ეს ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს…

Geplaatst door Helen Khoshtaria op Woensdag 12 augustus 2020

ლევან კობერიძე

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა, მათ შორის, თბილისშიც.

ვაკეში, “ლელოს” სახელით, კენჭს ლევან კობერიძე იყრის.

პარტიამ თბილისის ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატი წარადგინა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი