fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ალიევის საყვდური რუსეთის პრეზიდენტს

117

რუსეთის მიერ სომხეთისთვის სამხედრო ტვირთების მიწოდება აზერბაიჯანულ საზოგადეობაში შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ალიევმა პუტინს უთხრა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების დასრულების შემდეგ, 17 ივლისიდან დღემდე, რუსეთიდან სომხეთში სამხედრო ტვირთების მიწოდების ინტენსივობა აზერბაიჯანის საზოგადოებაში სერიოზულ კითხვებს იწვევს.

ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებისთანავე, ყაზახეთის, თურქმენეთისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გამოყენებით, რუსეთიდან სომხეთში გადატანილი სამხედრო ტვირთის მოცულობამ 400 ტონა შეადგინა. ამასთან, ალიევმა პუტინს უთხრა, რომ სომხეთის მიერ სამხედრო თავდასხმის განხორციელების მიზანი კონფლიქტში მესამე მხარის ჩართვა იყო.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა რუს კოლეგას 12-16 ივლისს ტოვუზის რაიონში მოხდარ დაპირისპირებაზე ინფორმაცია მიაწოდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი