Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

რუსეთში დააკავეს ბლოგერი, რომლის Youtube არხსაც 780 ათასი გამომწერი ჰყავს

234
ანდრეი პიჟა

რუსეთის სასამართლომ ბლოგერი ანდრეი პიჟა სახელმწიფო საიდუმლოებაში უკანონოდ შეღწევის ბრალდებით დააკავა. მის იუთუბ გვერდზე ქვეყნდება მასალები ექსტრემალურ მოგზაურობებზე, მათ შორის, გავერანებულ, მიტოვებულ და მოქმედ ობიექტებში შეღწევაზე. ადვოკატი კი ამბობს, რომ ბლოგერის დაკავება მის ვიდეორგოლებს არ უკავშირდებოდა.

მუხლი, რომელიც ანდრეი პიჟას წაუყენეს, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 8 წლამდე.

BBC-ის ცნობით, პეტერბურგელ ბლოგერს, რომელსაც იუთუბარხი Urbanturizm-ი აქვს, 5 აგვისტოს შემდეგ ვერავინ უკავშირდება. ბლოგერის ინტერესების სფერო მიტოვებული შენობები, მომაკვდავი ქალაქები და ნახევრად საიდუმლო ობიექტებია. ცოტა ხნის წინ, ის მშენებარე ატომური სადგურის რეაქტორში ჩაძვრა. 6 აგვისტოს კი, დააკავეს. 35 წლის პიჟას იუთუბარხზე 100-მდე ვიდეორგოლია განთავსებული და მას 780 ათასი გამომწერი ჰყავს.

 

გასულ წელს ბლოგერი მურმანსკის ოლქის რადიოლოკაციურ სადგურს, “Днестр-М”-ს ესტუმრა. 2016 წელს პეტერბურგის სასამართლომ ის 75 ათასი რუბლით დააჯარიმა, მდინარე Дачная-ს მდინარე Красненькая-ში გადამგდებ კოლექტორში შეღწევის გამო.

ანდრეი პიჟა

ანდრეი პიჟა-ს ბოლო ვიდეო იუთუბარხზე 2 აგვისტოსაა ატვირთული, როცა ის ბელარუსიდან დაბრუნდა. ამ ვიდეობლოგს 64 ათასზე მეტი მნახველი ჰყავს.

უფლებადამცველ მარინა ლიტვინოვიჩის ინფორმაციით, ბლოგერი მოსკოვში საკმაოდ უხეშად დააკავეს, მაგრამ არ უცემიათ. ლიტვინოვიჩის განცხადებით, დაკავების შემდეგ, მის მისვლამდე, პიჟასთვის არავის მიუკითხავს. ის სრულ ვაკუუმშია ისე, რომ ვერ ხვდება, თუ რა მოხდა, რისთვის დააკავეს.

ლიტვინოვიჩის თქმით, ბლოგერის ნათესავებმა დაკავებიდან დღემდე არ იციან, სად არის ანდრეი, როცა წესით, პიჟას ახლობლებისთვის უნდა დაერეკათ და ეცნობებინათ მისი დაკავების შესახებ.

Вчера в Лефортово мы посетили Андрея Пыжа – известного блогера МШ и сталкера, ведущего канала Urbanturizm. Большая просьба к его друзьям связаться со мной, чтобы организовать помощь Андрею. (Upd: все нашлись, спасибо).

Geplaatst door Marina Litvinovich op Woensdag 12 augustus 2020

ანდრეი პიჟა მას შემდეგ დაიკარგა, რაც ქალაქ სოსნოვი ბორის მშენებარე ატომურ ელექტროსადგურში შეაღწია. ეს არის მეორე ენერგობლოკი, რომელიც 2021 წელს უნდა ამოქმედდეს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი