მსოფლიოსიახლეები

ბელარუსში დაკავებული პირების გათავისუფლება დაიწყო

ბელარუსის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 1 000-ზე მეტი მოქალაქე გაათავისუფლა.

„ჩვენ არ გვსურს ომი. 1 000-ზე მეტი მოქალაქე იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ არასანქცირებულ მსვლელობებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.” – განაცხადა ბელარუსის სენატის სპიკერმა ნატალია კოჩანოვამ.

მედიის ინფორმაციით, მინსკში, წინასწარი დაკავების ცენტრთან ათობით ადამიანია შეკრებილი. ისინი ხმამაღლა კითხულობენ იმ პირების სახელებს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დაიკარგნენ.

ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იური კარაევმა იმ მოქალაქეებს, რომლებიც არა აქციის მონაწილეები, არამედ გამვლელები იყვნენ და პოლიციის ძალადობის მსხვერპლნი შემთხვევით აღმოჩნდნენ, ბოდიში მოუხადა.

„ვიღებ პასუხისმგებლობას და იმ ადამიანებს, რომლებიც აქციებზე შემთხვევით აღმოჩნდნენ, ბოდიშს ვუხდი.” – განაცხადა მინისტრმა.

ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, 6 700-მდე მოქალაქე დააკავეს, აქციის 2 მონაწილე კი, გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ბელარუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

https://www.facebook.com/tut.by/videos/225192588811756/

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button