fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

„ოცნებამ“ კახეთში მაჟორიტარობის მორიგი კანდიდატი – დავით სონღულაშვილი წარადგინა

140

პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებს.

კახეთის გაერთიანებულ საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო-გურჯაანის გაერთიანებულ ოლქში პარტიამ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი დაასახელა. კანდიდატი საგარეჯოელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ წარუდგინეს.

დღესვე, დავით სინღულაშვილს დედოფლისწყაროსა და გურჯაანის ამომრჩეველს გააცნობენ.

დავით სონღულაშვილი კახეთის ყოფილი გუბერნატორის, ბიძინა სონღულაშვილის ვაჟია. კახეთში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა პარტიამ 10 აგვისტოს დაიწყო, როცა ამორჩეველს თელავი- ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში კახეთის ყოფილი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა. ქადაგიშვილმა თანამდებობა 1 აგვისტოს დატოვა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი