მსოფლიოსიახლეები

ამერიკელი სენატორები თურქეთის წინააღმდეგ

ამერიკელი სენატორები რობერტ მენენდესი და კრის ვან ჰოლენი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდნენ.

ამის შესახებ სენატორების პრესსამსახურის მიერ გავრცლებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კანონმდებლები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მოუწოდებენ, ევროკავშირთან ერთად, სანქციები დააწესოს თურქეთის ეკონომიკის კონკრეტული სექტორების წინააღმდეგ. ამის მიზეზად ამერიკელი სენატორები, თურქეთის მიერ ხმელათაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გემების გაგზავნას ასახელებენ.

სენატორები მოუწოდებენ ანკარას, გაიყვანოს გემები და საკითხი საერთაშორისო ნორმების ფარგლებში მოგვარდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button