მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირი ლუკაშენკოს სანქციებს უწესებს

ევროკავშირი ბელარუსის პრეზიდენტსა და მის რეჟიმს სანქციებს უწესებს. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების 27-მა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო.

მათი გადაწყვეტილებით, ბალარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი ზეწოლა, პასუხად, სანქციათა ახალ ტალღას მიიღებს და შედგება იმ პირებისგან დაკომპლექტებული სია, რომლებიც ლუკაშენკოსთან ერთად, მომიტინგეთა უფლებებს ზღუდავდნენ.

უცხოური მედიის ინფორმაციით, სანქციები ვიზის მიღებისა და ფინანსური აქტივების დაბლოკვაზე გავრცელდება და სიაში მყოფ ყველა პირს შეეხება.

მანამდე კი, ბელარუსისთვის სანქციების დაწესებასა და ნავთობის მიწოდების შესაძლო შეწყვეტაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ამ ფონზე, ევროპარლამენტარი რობერტ ბიედრონი ბელარუსში არ შეუშვეს. ინფორმაციას მისი კოლეგა პეტრას აუსტრევიჩიუსი Twitter-ზე ავრცელებს:

“ლუკაშენკოს რეჟიმმა ჩემი კოლეგა, ევროპარლამენტის წევრი, რობერტ ბიედრონი არ შეუშვა მინსკში დღეს. რობერტი დაადეპორტეს, ჩემი ბილეთები კი, გააუქმეს. ეს არის ის, რასაც ლუკაშენკო დიალოგს ეძახის. Zhyvie Belarus!” – წერს აუსტრევიჩიუსი.

https://twitter.com/petras_petras/status/1294344995974062085?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1294344995974062085%7Ctwgr%5E&ref_url=https%3A%2F%2Fmtavari.tv%2Fnews%2F13394-evroparlamentari-robert-biedroni-belarusshi-ar

ბიედრონი მინსკში, ამ დროისათვის ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესასწავლად უნდა ჩასულიყო.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ კი, უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა.

მან მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, რომ “ქუჩაში ცხვირი არ გაყონ”. მისივე თქმით, წესრიგი აღდგება.

“არ გაყოთ ცხვირი ქუჩაში, გესმოდეთ, რომ თქვენ და ჩვენს შვილებს იყენებენ, როგორც საზარბაზნე ხორცს. რა უნდა გავაკეთო ამ სიტუაციაში? გინდათ, რომ ვიჯდე და დაველოდო, ვიდრე მინსკი არ გადატრიალდება? ჩვენ აღვადგენთ წესრიგს, გავუმკლავდებით მათ.” – აღნიშნა ლუკაშენკომ.

“ამ ყველაფრის დამფუძნებლები და ორგანიზატორი უცხოეთიდან ჩამოსული ხალხია. წინა რიგებში არიან კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები, უფრო მეტიც, ღირსეული კრიმინალური წარსულის.” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა: „დამშვიდდით და მოდით, წესრიგი აღვადგინოთ.”

შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი; მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი, ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა. მოსახლეობა დანებებას არ აპირებს და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ორი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულები და დაკავებულები.

მსგავსი პოსტები

Back to top button