Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“საბურთალომ” კამერუნის ნაკრების ფორვარდი დაიმატა

132

კამერუნის ნაკრების ფეხბურთელი, 30 წლის ოლივიე ბუმალი დედაქალაქურ “საბურთალოში” ითამაშებს. ჩვენი კლუბის ახალწვეულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და პირველი ვარჯიშის ჩატარებაც მოასწრო. ამპლუით შემტევი ნახევარმცველი ბოლოს ბერძნულ “პანიონისში” თამაშობდა. კამერუნელს კარიერის დიდი ნაწილი სწორედ საბერძნეთში აქვს გატარებული.

2015-16, 2016-17 წლების სეზონში იგი ბერძნული გრანდის, “პანათინაიკოსის” ღირსებას იცავდა. ასევე უთამაშია “ირაკლისში” (2013-14), “ლევადიაკოსში” (2012-13), რუმინულ “ასტრაში” (2012-13), ჩინეთსა (2017) და იაპონიაში (2018). ბუმალს 176 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარის აღება 29-ჯერ შეძლო.

აფრიკელი ფეხბურთელი ბოლოს კამერუნის ნაკრების შემადგენლობაში 2019
წელს მოხვდა, როდესაც მისი ქვეყნის ეროვნული გუნდი ნიგერიას დაუპირისპირდა.

გერმანული საიტი “ტრანსფერმარკტი” ამჟამად ფეხბურთელს 475 000 ევროდ აფასებს. ბუმალის მაქსიმალური სატრანსფერო ღირებულება კი, 1 მილიონი ევრო იყო.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი