ახალი ამბებიმნიშვნელოვანი

პირველი არხის დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს

ვასილ მაღლაფერიძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ბერძენიშვილი გახდა, რომელიც მანამდე დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ზაზა აბაშიძემ გაავრცელა.

რაც შეეხება ვასილ მაღლაფერიძეს, რომელმაც მაუწყებლის დირექტორის პოსტი დღეს დატოვა, ზაზა აბაშიძის ინფორმაციით, ის პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

მაღლაფერიძის განცხადების მიხედვით, მისი გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე 2017 წლიდან გახდა და პირველი არხისთვის 6 წლის ვადით უნდა ეხელმძღვანელა.

როგორც „კანონში მაუწყებლობის შესახებ“ არის მითითებული, მაუწყებლის ბორდმა 10 დღის ვადაში უნდა გამოაცხადოს ღია კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე. კონკურსის გამოცხადების შემდეგ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებების შეტანის პროცესი დაიწყება – მსურველები კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში შეიტანენ განცხადებებს, 30 დღის შემდეგ კი ახალი გენერალური დირექტორი ბორდის წევრებმა 7 დღეში უნდა აირჩიონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button