პრინც ჯორჯი დღეს იუბილარია [Photo/Video]

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეობაზე რიგით მესამე პრეტენდენტ პრინც ჯორჯს, დღეს 2 წელი შეუსრულდა.

moviewalker_61938_0პრინცის დაბადების აღსანიშნავად, დიდ ბრიტანეთში ვერცხლის ხუთგირვანქიან საიუბილეო მონეტებს მოჭრიან, – განაცხადა სამეფო სამონეტო ეზომ. მონეტები შეზღუდული რაოდენობით მოიჭრება და სულ 7,5 ათასი ცალი გამოიცემა.

მონეტის ავერსზე პრინც ჯორჯის ციური მფარველი – გველეშაპის განმგმირავი წმინდა გიორგია გამოსახული, რევერსზე კი – ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II.

„ჯორჯი ჩემი პატარა მაიმუნია“, – ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მოფერებით განაცხადა პრინც უილიამმა. მოსიყვარულე მამამ ნამცეცა ქალიშვილ შარლოტას კი „სამოთხის პატარა სიხარული“ უწოდა.

„ოჯახი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, და ამავე დროს, საოცარი რამეა“, – დასძინა პრინც უილიამმა.

 

 

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”13448″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1437567781009″]

პრინც ჯორჯის პირველი გამოჩენა სამეფო აივანზე

მსგავსი პოსტები

Back to top button