Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ჩაკ ნორისი ლუკაშენკოს: “მოვალ და გატირებ”

192

ცნობილი ამერიკელი კინოვარსკვლავი ჩან ნორისი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიდეომიმართვა უგზავნის. ვიდეო ტვიტერის სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება.

„გამარჯობა, მე ჩაკ ნორისი ვარ. მინდა გითხრათ რამდენიმე სიტყვა საშას, მეტსახელად “საშა 0 პროცენტი” და „ბატონი ტარაკანი“. იცი, მე როცა ხახვს ვჭრი, მე კი არა, არამედ ხახვი ტირის. შენ თუ ახლავე არ შეწყვეტ იმას, რასაც აკეთებ, მოვალ შენს ერთ-ერთ რეზიდენციაში და გატირებ.“

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციები მეთერთმეტე დღეა მიმდინარეობს. ქვეყნის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე ოპოზიცია ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით დამხობაში დაადანაშაულა. გარე ძალების მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის შესაჩერებლად, ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრძანებით, ბელარუსის საზღვრებთან სამხედრო დანაყოფების მობილიზაცია მიმდინარეობს.

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება სამართლიან არჩევნებს არ დანიშნავს.

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ევროპულ საბჭოს მოუწოდა, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ ცნოს. ვიდეომიმართვა მისი მეუღლის, სერგეი ტიხანოვსკის Youtube-გვერდზე გავრცელდა.

ევროსაბჭოს ლიდერები ერთხმად აცხადებენ, რომ ბელარუს ხალხს აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და თავისუფლად აირჩიოს თავისი ლიდერი.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი