კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“თავდასხმა იყო, ძლიერი აფეთქება მოხდა”

შემთხვევის ადგილი

“ქართული ოცნების” დეპუტატი ენზელ მკოიანი ამტკიცებს, რომ მის ძმას ჩაუსაფრდნენ და მისი ავტომანქანის აფეთქება სცადეს. ამ წუთებში, ახალქალაქში, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ენზელ მკოიანი ამბობს, რომ ეს არის იმ მუქარის ასრულება, რომელსაც მისივე მტკიცებით, ბოლო პერიოდში იღებს.

ენზელ მკოიანი შემთხვევის ადგილას

“თავდასხმა იყო, ძლიერი აფეთქება მოხდა, სამ კილომეტრში ისმოდა ყველაფერი. აფეთქება ამ ხის სიახლოვეს მოხდა, ხის ნაფოტები აქეთ-იქით ყრია. მანქანაში ყველა დამცავი ბალიში გაიხსნა. ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან შეშინდა. გახსოვთ ალბათ, დაახლოებით ერთი თვის წინ მე მოკვლით მემუქრებოდნენ.” – ამბობს ენზელ მკოიანი.

დეპუტატი ვერსიებზე არ საუბრობს და დეტალებს არ აზუსტებს, თუცა ამბობს, რომ მას სხვადასხვა ვერსია აქვს და არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი არჩევნებს უკავშირდებოდეს.

ენზელ მკოიანი უკმაყოფილოა და ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებები, განსაკუთრებით კი, გენერალური პროკურატურა მის განცხადებებს სათანადო ყურადღებას არ აქცევს.

მკოიანმა მუქარის შესახებ პირველი განცხადება 10 აგვისტოს გააკეთა და თქვა, რომ ვინმე “ვასილი და ვანია” ფეისბუქ Messenger-ით დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს, პოლიტიკიდან წასულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, საყვარელ ადამიანს წაართმევდნენ. 4 დღის შემდეგ კი, ტელეფონით დაურეკეს და 5 მლნ აშშ დოლარის კონკრეტულ ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვეს, უარის შემთხვევაში კი, მოკვლით დაემუქრნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button