მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში სტიქიის შედეგად ბენზინგასამართი სადგურები პარალიზებულია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში სტიქიის შედეგად ბენზინგასამართი სადგურები პარალიზებულია.

რადიო „ჰერეთის“ ინფორმაციით, სადგურები დაიტბორა და მუშაობა გააჩერეს.

სოფელ კაბალში ყოველი წვიმის დროს მდგომარეობა უცვლელია და ბენზინგასამართ სადგურებს მუშაობა ფორსმაჟორულ ვითარებაში უწევთ.

მდგომარეობა საგანგაშოა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მსხალგორშიც. ბოლო ერთი კვირის მანძილზე,სტიქიის გამო უკვე მეორედ დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

ლაგოდეხში სანიაღვრე არხების არარსებობის გამო დატბორილია ქალაქის ქუჩები და მიმდებარე ტერიტორიები – ფეხით სავალი ნაწილი. მძღოლებისთვის შეზღუდულია გადაადგილება.

რა ფორმით მოხდება მოსახლეობის დახმარება უცნობია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მედიასთან კომენტარებს არ აკეთებენ

ძლიერი წვიმა კახეთში წუხელ, 22 აგვისტოს დაიწყო.

მოუსმინეთ ერთ-ერთი დაზარალებულის ხმას

 

მსგავსი პოსტები

Back to top button