ახალი ამბებიკულტურამსოფლიო

„რედ ჰოთ ჩილი პეპერსის“ გიტარისტი ჯეკ შერმანი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფის, „რედ ჰოთ ჩილი პეპერსის“ ყოფილი გიტარისტი ჯეკ შერმანი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მუსიკოსის გარდაცვალება ჯგუფის „ტვიტერის“ გვერდზეა დადასტურებული. „რედ ჰოთ ჩილი პეპერსის“ წევრები შერმანის ოჯახს უსამძიმრებენ და მადლობას უძღვნიან გარდაცვლილს.

„ჯეკმა დაუკრა ჩვენს სადებიუტო ალბომში, ასევე ამერიკაში ჩვენი პირველი ტურნეს დროს.

ის იყო უნიკალური ადამიანი. ჩვენ მას მადლობას ვუხდით კარგისთვის, ცუდისთვის და ყველაფრისთვის“, – წერია „ტვიტერის“ გვერდზე.

მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button