ახალი ამბებიმსოფლიო
ლუკაშენკო: ბელორუსს წამლავენ, რათა შემდეგ რუსეთს ებრძოლონ
„ბელორუსის მოწინააღმდეგეები ქვეყანას წამლავენ და ამზადებენ სცენარებს რუსეთზე შემდგომი ზეწოლისთვის“, – განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გროდნოში გამართულ მიტინგზე.
„ვიღაცები რუსეთში ხშირად ამბობენ, ოჰ, ეს რა ხდება ბელარუსში, ეს რა ხდება ბელარუსში… ბელორუსში კი არა, თქვენთან, აი აქ, თქვენს დასავლეთ საზღვართან გთრგუნავენ, გწამლავენ. მე და პუტინი შევთანხმდით: ჩვენ აქ გვწამლავენ, რომ შემდეგ რუსეთს ებრძოლონ. აქ პლაცდარმია და ჩვენ ეს უნდა გავანადგუროთ. ეს არის ჩვენი საერთო აზრი პრეზიდენტ პუტინთან“, – აცხადებს ლუკაშენკო.