მნიშვნელოვანისიახლეები

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი „დამოუკიდებელობის დღეს“ ზეიმობს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებელ ქვეყნებად“ აღიარებიდან 12 წელი გავიდა.

საოკუპაციო რეჟიმის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მისალოცი წერილი გაავრცელა, სადაც რუსეთს მადლობას უხდის და „აფხაზეთის რესპუბლიკის“ „სახელმწიფოებრიობაზე“ ამახვილებს ყურადღებას.

„გილოცავთ აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების დღეს! რუსეთის მიერ ჩვენი რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღიარება ჩვენი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა მშვიდობა, მიიღო იურიდიულად დაცული უსაფრთხოების გარანტიები, რამაც შესაძლებელი გახადა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე, შიდა ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა საკითხებზე ფოკუსირება“, – წერია ბჟანიას სახელით გავრცელებულ მიმართვაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button