Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

„პატრიოტთა ალიანსს“ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატანილ ხატს უკან უბრუნებენ

529

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატანილ ხატს ირმა ინაშვილის პარტიის წევრებს უკან დაუბრუნებენ. ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ილორის ეკლესიისთვის ნაჩუქარ ხატს უკან აბრუნებს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართველი დეპუტატებისგან მანამ არ მიიღებენ საჩუქარს, სანამ საქართველო აფხაზეთის სახელმწიფოს არ აღიარებს.

„აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიღებს ხატს, რომელიც ქართველმა დეპუტატებმა აფხაზეთის მრჩევლის მონაწილეობით ჩამოიტანეს და ილორის ტაძარს აჩუქეს, ეკლესია ხატს უკან დააბრუნებს. ეს მისია ისე შედგა, რომ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის არაფერი უცნობებიათ. მსგავსი აქციები დაუშვებელია, ვიდრე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და აფხაზეთის სახელმწიფოს არ აღიარებს“, – აღნიშნულია ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესის გავრცელებულ განცხადებაში.

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი