fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“Visit Kakheti” ლაგოდეხში პრეს-ტურსს მასპინძლობს

შავი კლდეების ტბა
244

ლაგოდეხში ქართველი ბლოგერების პრეს-ტური 29 აგვისტო-2 სექტემბერი გაიმართება, რომელსაც კახეთის რეგიონის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია „ვიზით კახეთი“ (DMO Visit Kakheti) მასპინძლობს.

როგორც რადიო ჰერეთს ორგანიზატორებმა აცნობებს, ეს არის პრეს-ტური ქართველი მოგზაური ბლოგერებისთვის.

პრეს-ტურის განმავლობაში ბლოგერებისთვის საკმაოდ საინტერესო აქტივობებია დაგეგმილი.

ბლოგერები დაესწრებიან ელექტრონული მუსიკის ფესტივალს „ნაკრძალი“, მოინახულებენ სხვადასხვა ტურისტულ ობიექტს და შემდგომ, მათთვის 4 დღიანი ლაშქრობა მოეწყობა შავი კლდეების ტბაზე.

ტური ლაგოდეხის ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციას ეძღვნება და სწორედ ამიტომაც, ბლოგერები საკუთარი სოციალური ქსელების საშუალებით გააშუქებენ ტურს და თავიანთ გამომწერებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას ლაგოდეხის და ადგილობრივი სანახაობების შესახებ.

“Visit Kakheti” თქმით, ტურში მონაწილეობა ნებისმიერ ბლოგერს შეუძლია. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის კი უნდა დაუკავშირდეთ ტურის ორგანიზატორებს ტელეფონზე 595 70 05 15.

აღნიშნული პრეს-ტურის მიზანია შიდა ტურზისტულ ბაზარზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის და მისი ტურისტული პოტენციალის ცნობადობის გაზრდა.

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი