Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მედიაჰოლდინგი ჰერეთი 22 წლისაა

ჰერეთის დამფუძნებლებს ურთულეს პირობებში, პროვინციაში უწევდათ დამოუკიდებელი მედიის შექმნა და განვითარება, თუმცა, რადიოს თანამშრომელთა გუნდურობამ და მსმენელში პოპულარობამ ჰერეთი განვთარების ახალ ეტაპებზე გადაიყვანა. განხორციელდა უამრავი პროექტი, რომელმაც ხელი შეუწყო ჰერეთის ბრენდად ქცევას.

616

კახეთის რეგიონში პირველი დამოუკიდებელი რადიომაუწყებლობა 1998 წლის 29 აგვისტოს დაფუძნდა.

ჰერეთი დღეს 4 რადიოსადგურით მაუწყებლობს: რადიო ჰერეთი FM102.8, (კახეთი) რადიო თბილისი FM93.5 (დედაქალაქი), რადიო ციტრუსი FM97.3 (ბათუმი) და ინტერნეტრადიო RelaxWebRadio.

მოუსმინეთ ჰერეთის დამფუძნებლის, რამაზ სამხარაძის ხმას

 

რადიო ჰერეთის დაფარვის ზონა კახეთის რეგიონს და აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილს მოიცავს. კახეთში ჰერეთის მაუწყებლობა ვრცელდება FM 102.8 MHz ტალღაზე – ლაგოდეხი, წნორი, სიღნაღი, გურჯაანი, ყვარელი, დედოფლისწყარო, თელავი, საგარეჯო. ახმეტა. ასევე დაფარვის ზონაშია დასავლეთი აზერბაიჯანი – ბელაქანი, ზაქათალა, კახი.

რადიო თბილისის FM93.5 დაფარვის ზონა მოიცავს სრულიად თბილისსა და მის შემოგარენს, ქალაქებს რუსთავსა და მცხეთას, კახეთის რეგიონს: საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროს რაიონის და ლაგოდეხის რიგ სოფლებს.

რადიო ციტრუსი FM97.3 ბათუმიდან 2019 წლის 24 აგვისტოდან მაუწყებლობს და არის პირველი კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი რადიოსადგური. ციტრუსის მაუწყებლობა ჯერჯერობით ვრცელდება ბათუმსა და შემოგარენში, სარფში, მახინჯაურში, შეკვეთილში, ქობულეთსა და ურეკში.

RelaxWebRadio – მაუწყებლობს ინტერნეტში და სმარტფონ აპლიკაციებზე.

რადიოების დაფარვის არეალში 3 მილიონამდე პოტენციური მსმენელია.

ჩვენი მაუწყებლობის მოსმენა შესაძლებელია როგორც ინტერნეტით, ასევე Apple-სა და Android-ის სმარტფონების აპლიკაციებით მეშვეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჰერეთის დამფუძნებლებს ურთულეს პირობებში, პროვინციაში უწევდათ დამოუკიდებელი მედიის შექმნა და განვითარება, თუმცა, რადიოს თანამშრომელთა გუნდურობამ და მსმენელში პოპულარობამ ჰერეთი განვთარების ახალ ეტაპებზე გადაიყვანა. განხორციელდა უამრავი პროექტი, რომელმაც ხელი შეუწყო ჰერეთის ბრენდად ქცევას.

რადიოს ჰიმნი, ჩაწერილია 2007 წელს და მღერიან რადიოს თანამშრომლები და მომღერლები

დღეს, ჰერეთი საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული მედიაა.

ჩვენ ვყიდით რეკლამას და არა ახალ ამბებს“, „ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე – მიუკერძოებელი საინფორმაციო პოლიტიკა, ნდობის მაღალი რეიტინგი, მუდმივი ინოვაციურობა და მზარდი განვითარება, ქართულ სამაუწყებლო ბაზარზე ჰერეთის მდგრადი სამაუწყებლო პოლიტიკის და შეუპოვარი გუნდის მიღწევაა.

დამოუკიდებელი მედიაჰოლდინგი ჰერეთი ყველა კვლევის თანახმად გამოირჩევა მსმენელთა ნდობითა და მაღალი ავტორიტეტით.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი