სიახლეებისპორტი

ცინცინატის მასტერსის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩია

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, კანადელი მილოშ რაონიჩი ცინცინატის მასტერსის ფინალში სამ სეტში დაამარცხა 1:6, 6:3, 6:4 და ამერიკაში გამართული პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული მეორედ გახდა.

ფინალში გასასვლელად ნოვაკ ჯოკოვიჩმა ურთულეს ბრძოლაში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტის მოუგო, მილოშ რაონიჩმა კი ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩი და რაონიჩი აქამდე ერთმანეთს 10-ჯერ შეხვდნენ და ათივე შეხვედრა სერბის გამარჯვებით დასრულდა. დღეს კი ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 11:0 გახდა.

რაც შეეხება ცინცინატის მასტერსს, შარშან ტურნირის გამარჯვებული რუსი დანილ მედვედევი გახდა, თუმცა, წელს ტიტულის დაცვა ვერ შეძლო და მეოთხედფინალში ესპანელ ბაუტისტა აგუტისთან წააგო.

მილოშ რაონიჩმა ცინცინატის ფინალში წელს პირველად ითამაშა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი ცინცინატის მასტერსის ფინალში მეშვიდედ მიიღო მონაწილეობა და მეორე გამარჯვება იზეიმა. ცინცინატში პირველ ჩემპიონობას სერბმა, 2018 წელს, როჯერ ფედერერის წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია. თავად როჯერ ფედერერი კი ტურნირის რეკორდსმენია. შვეიცარიელ მაესტროს ცინცინატის მასტერსი 7-ჯერ აქვს მოგებული. წელს, ფედერერმა ცინცინატის მასტერსი ტრავმის გამო გამოტოვა. ტურნირზე არ ჩასულა არც მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი.

მსგავსი პოსტები

Back to top button