კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

ბაჩალიაშვილის დედა: ჩემ შვილს ფული ყარაბაღში იარაღისთვის გადაარიცხინეს

საეჭვო ვითარებაში გადრაცვლილი თამუნა ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი სექტემბრიდან პოლიტიკურ აქციებს აანონსებს. ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები საქართველოს პროკურატურასთან აქციას მართავენ.

თამაზაშვილის თქმით, აუცილებელია, გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყოს.

მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება მკვლელობის მუხლით. მკვლელი თუ მკვლელები, სავარაუდოდ სამ მაღალჩინოსანზე როდესაცაა საუბარი. ფაქტია, რომ ალყაში ჰყავდათ ჩემი შვილის მანქანა და ისე მიჰყავდათ

გადაკვალიფიცირდეს ჯგუფურად მკვლელობის მუხლით“, – ამბობს თეონა თამაზაშვილი. მისი თქმით, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ახალ მტკიცებულებებს წარადგენს.

ბევრი ხალხი არ ჩავრთე პოლიტიკური ელფერი რომ არ მისცემოდა. ვაპირებ, რომ ეს პოლიტიკურში გადაიზარდოს, სადამდეც იქნებიან, დისკომფორტი ექნებათ. სექტემბრის შუა რიცხვებიდან აქციებს ვაპირებ, – აცხადებს თამაზაშვილმა.

როგორც აქციაზე თამაზაშვილმა ახალი და სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი მტკიცებით, თამუნამ ნახა ფაილები, სადაც ყარაბაღის ომზე იარაღით მომარაგების ინფორმაცია იყო.

აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობას მოვუწოდებ დაინტერესდეს და საქართველოს მთავრობას მოსთხოვოს იმ სამი მაღალჩინოსნის შესახებ არსებული ფაილები, რომელიც ჩემმა შვილმა შემთხვევით გახსნა თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბახის ომი იარაღით. გადაამოწმონ აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობა. ჩემმა წყარომ მომაწოდა ინფორმაცია. მაგიტომ გადაარიცხინეს ჩემს შვილს სხვადასხვა კომპანიებიდან მილიონები, რომ იარაღის შეძენას დიდი თანხა სჭირდებასუსიც ამიტომაა ჩართული ჩემი შვილის მოშორების ამბავში, – განაცხადა თამაზაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button