მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა
Covid-19-ის სტატისტიკის აღმრიცხველი ვებგვერდის, stopcov.ge-ის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულების ჯამური რაოდენობა 1487 გახდა.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 19-ით გაიზარდა და ამჟამად 1240-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5524 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 221 პაციენტია.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია 19 პაციენტი.