Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ჰერეთმა ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის დრო გამოყო

პოლიტიკური რეკლამის განთავსება 1 სექტემბრიდანაა შესაძლებელი

278

მედიაჰოლდინგმა ჰერეთმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უფასო და ფასიანი საეთერო დრო გამოყო პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და კომუნიკაციების კომისიაში შესაბამისი ტარიფები დღეს, 31 აგვისტოს წარადგინა.

პოლიტიკური რეკლამების განთავსება ცესკოში რეგისტრირებული ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის და კანდიდატებისთვის 1 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ჩვენს სამივე რადიოსადგურშია შესაძლებელი.

ინფორმაცია პოლიტიკური რეკლამის განთავსების შესახებ დეტალურად იხილეთ ამ ბმულიდან.

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი