მნიშვნელოვანისიახლეები

დღეიდან არჩევნებისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შევიდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეიდან დაიწყო ყველა იმ ღონისძიებების განხორციელება, რაც 31 ოქტომბრის არჩევნების ჩასატარებლად არის აუცილებელი. ასევე დღეს დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის არჩევნების ღონისძიებათა გრაფიკი, რომელიც დეტალურად ასახავს არჩევნებთან დაკავშირებულ აქტივობებსა და შესაბამის ვადებს.

ეს მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო დოკუმენტი ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ცესკომ პანდემიის პირობებში საარჩევნო კომისიებში საქმიანობისთვის, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციით, საჭირო სანიტარულჰიგიენური მოთხოვნები დაადგინა, რომელიც სავალდებულოდ გავრცელდება როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე, ისე არჩევნებში ჩართულ მხარეებზე საარჩევნო ადმინისტრაციასთან ურთიერთობისას“, – აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია, მათ შორის ცესკო და 73 საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორგანიზებას 3 657 საარჩევნო უბანზე.

ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისათვის, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია გაიარა 59-მა პოლიტიკურმა პარტიამ. ამასთან, გარკვეულ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შეუძლიათ განცხადებით მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს 4 სექტემბრამდე. დღეიდან, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენელებს აქვთ შესაძლებლობა რეგისტრაციისთვის მიმართონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას აგრეთვე 4 სექტემბრამდე.

პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ყველა ის სამართლებრივი რეგულაცია, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. კერძოდ, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები. ასევე, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები.

დღესვე ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსები გამოაცხადა. ცესკოს მიერ ასევე განისაზღვრა არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები.

მსგავსი პოსტები

Back to top button